„სასწაული ხდება... ხალხი მანქანებიდან დიასას ყვირის“ - რა ხდება დიასას ცხოვრებაში „პრაიმ ჰაუსის“ შემდეგ

დიასა

სულ რამდენიმე დღეა, რაც „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონი დასრულდა. მონაწილეების გულშემატკივრები ისევ აქტიურად განიხილავენ, ვინ იმსახურებდა გამარჯვებას. 

ფინალისტი გიორგი დიასამიძემ საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ამაზე პროექტში მისი ხმების რაოდენობაც მეტყველებდა.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორ აგრძელებს ცხოვრებას რეალითი შოუს დასრულების შემდეგ.

გიორგი დიასამიძე: - გამოვიძინე, პირად საქმეებზე დავრბივარ, მაქვს შეხვედრები, სარეკლამო შემოთავაზებები. ძალიან ბედნიერი ვარ, სასწაული ხდება... მე არ მეგონა, ასე თუ იყო. რომ გამოვდიოდი, ბევრ რამეს ვერ ვასწრებდი. გარეთ რომ გავდივარ, ამით ვარ ბედნიერი. ერთი ამან დამაწყნარა... მე მაინც ხალხის რჩეული ვარ.  ხალხი ქუჩაში მანქანებიდან, დიასას ყვირის, ეს არის ბედნიერება. ღმერთს მადლობა ყველაფრისთვის. არ მაქვს განცდა, რომ წავაგე - მე მოვიგე. ხალხის სიყვარულია ჩემთვის მთავარი.

- ბებო მოისიყვარულე უკვე?

ვაიმე, რამდენი ჩავეხუტე, ჩამეხუტა, იტირა, ჩემი გიოო. ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია, ყველაფერი კარგად არის.

- დიდ მოგზაურობას როდის იწყებ?

ველოდები, 5 ტური მაქვს და არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო. დიდი მადლობა თითოეულ იმ კომპანიას და სპონსორს, რომელმაც მე ამირჩია. 

ძმაკაცები და მეგობრები მთავაზობენ, რომ საგზურები გავიყოთ (იცინის) გოგოსთან ერთად ვერ წავალ, რადგან წყვილში არ ვარ.

დიასას პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსის“ დასრულების შემდეგ

VIDEO: რა ხდებოდა „პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ - კადრები

ირაკლი მახარაძის პირველი კომენტარი „პრაიმ ჰაუსში“ გამარჯვების შემდეგ