პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის გამარჯვებული, ირაკლი მახარაძე „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ძალიან რთული გავლილი გზის მერე გავხდი „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებილი, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაგრამ კი, აქამდე მოვედი სიმართლით, სამართლით და არასდროს არაფერი დამიშავებია სხვებისთვის.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება მიმაღებინა. მე გავხდი „პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის გამარჯვებული. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ მე ვიქნები ერთი ადამიანისთვის მაგალითი, ვინ ამას უყურებს, ვინც მე მიყურებდა. მინდა, ვიყო მაგალითი ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება პატიოსნად, წყნარად, მშვიდად, ტყუილების გარეშე გახდე პროექტის გამარჯვებული. ძალიან ბედნიერი ვარ.
კიდევ ერთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ მე ვიყავი სრულიად უცნობი ტელევიზიისთვის და ეკრანებისთვის. ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა საქართველოში ასე, მასიურად, ხდება პროექტის გამარჯვებული. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაცია იმის, რომ ეს შევძელი.
ყველას შეგიძლიათ, მოხვიდეთ და სცადოთ ბედი, გაიზიაროთ ის, რასაც ახლა ვგრძნობ,“ - თქვა ირაკლი.