„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
"პრაიმჰაუსში" ბოკალ ღვინოზე გოგონები ალაპარაკდნენ - ამჯერად ანი ყიფშიძე თეონა კოჭლამაზაშვილს და სალი კაპანაძეს გიორგი ნაზღაიძეზე ესაუბრა.
"ჩემი აზრით, გიოს ლიზა მოენატრა და ხომ არ გავუშვათ?! ჩემი ლიზიო ასე თქვა ამ ადამიანმა (გიორგი ნაზღაიძე), მგონი ძალიან უნდა ლიზისთან ყოფნა და გავუშვათ..." - ამ შეთავაზებით "პრაიმჰაუსის" გოგონებთან ანი ყიფშიძე გამოდის. ხუმრობაა ეს თუ აუთსაიდერად დასახელების გეგმა, ამას მაყურებელი ხმის მიცემის დროს გაიგებს.
მანამდე სალის, ანის და თეონას რეპლიკა ასე ჟღერს: "სამი სამზე - სამი გოგო, სამი ბიჭი..."
ანი ყიფშიძე პროექტიდან გავარდნილ ლიზის აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას 12 წლის შვილი ჰყავს და ცხოვრება აწყობილი აქვს.
"ვისი რა უნდა მშურდეს? 12 წლის შვილი მყავს და ცხოვრება აწყობილი მაქვს"
მე გარედანაც "ნაკოლი" შემომდის. მითხრეს, რომ ლიზა გიორგისთან "თემაშია", ანი გონზე მოდი. გონზე მოსასვლელი რა მჭირს? გიორგის ერთი ორჯერ ვაკოცე, ნებისმიერს შემიძლია ვაკოცო, მე გიორგისთან არ ვწოლილვარ...- ეუბნება ანი ყიფშიძე მონაწილე გოგოებს.
სალი კაპანაძის კითხვას - რატომ არ გადავიდა გიორგისთან ოთახში? ანა ასე პასუხობს:
"მე ჩემი ბარიერები მაქვს, არ გადავედი იმიტომ, რომ ჩემი ლოგინი მიყვარს და ვერ ვუღალატებდი.
გიორგი ჯერ კესოზე ამბობდა ჩემი გოგოო, მერე ჩემზე ამბობდა, ბოლოს ლიზიზე... მე მაგ ადამიანისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არ მილაპარაკია, მე მაგისგან ჯიგარი ჩამეწვა, ეგ იაღლიში ჩემთან არ უნდა მოსვლოდა. როცა მას 14 კაცი ძიძგნიდა და ჭამდა, მაშინ ვედექი გვერდით. მე აუთსაიდერის სკამზე მის გამო ვიჯექი.
გიორგი ძალიან მიყვარს, ტიპაჟია კარგი, სიმპათიურია, მაგრამ ჩაიჭრა, მე შეიძლებოდა ავჭრილიყავი, მაგრამ მე ხომ გამოცდილი ქალი ვარ?!.." - ამბობს ანი.