„საშინელი გრძნობაა, როცა ხედავ, როგორ შლის ცეცხლი იმას, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში აშენებდნენ...“ - თოშა ქებურია „ამბასადორის“ შესახებ წერს

ამბასადორი

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 27 წლის ანზორ ლომიძე დააკავეს. როგორც გაირკვა, მას სამორინესთან შეხება არ ჰქონია და ჯერჯერობით უცნობია, რა მოტივით გააჩინა ხანძარი. 

სასტუმროს დაწვის ფაქტს ბიზნესმენი და „ამბასადორის“ მფლობელის, ბუბა ქებურიას ვაჟი, თოშა ქებურია გამოეხმაურა.

2023 წლის 31 მარტი იყო დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. საშინელი გრძნობაა, როდესაც ხედავ, როგორ შლის ცეცხლი იმას, რასაც ადამიანები წლების განმავლობაში აშენებდნენ და ვერაფერს აკეთებ, გარდა ყურებისა.

როგორც ყველამ გაიგეთ, „ამბასადორი“ თბილისში განზრახ გააჩინეს ხანძარი, რომელმაც „ძველი შენობა“ დააზიანა.  საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მინდა, მადლობა გადავუხადო „ამბასადორის“ გუნდს, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ხალხის სწრაფი ევაკუაცია შეძლეს. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერი გააკეთა ხანძრის ჩასაქრობად.

ჩვენ უკვე ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ძალიან მალე, „ამბასადორი“ ისევ გიმასპინძლებთ განახლებულ „ძველ შენობაში“. - წერს ბიზნესმენი.