„არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან“ - სამორინე „ამბასადორი“ განცხადებას ავრცელებს

ამბასადორი

სამორინე „ამბასადორი“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 28 წლის კაცი ხანძრის გაჩენამდე სამორინეში იყო და დიდი რაოდენობით თანხა წააგო ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს.

გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ამ წუთებამდე ვრცელდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებული პიროვნება სტუმრობდა სამორინე „ამბასადორს“, წარმოადგენს სიცრუეს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე „ამბასადორს“ და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.“ - ნათქვამია განცხადებაში.