ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
იაპონიაში, ქალაქ ფუკუოკაში შესვენების დროს სახლში დაბრუნებულმა ქალმა იქ თავისი 47 წლის უფროსი აღმოაჩინა. კაცი მის საწოლზე საცვლის ამარა იწვა.
South China Morning Post-ის ინფორმაციით, 20 წლის ქალი ბინიდან გავიდა და პოლიციას მიმართა. კაცი მალევე დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის თავისი თანამშრომლის ბინაში პირველად არ შესულა. კაცმა თავისი საქციელი კოლეგის უფრო ახლოს გაცნობის სურვილით ახსნა, რადგან მას ის მოსწონდა.
ინციდენტს სოციალურ ქსელებში ბევრი მსჯელობა მოჰყვა. იაპონური მედიის ცნობით, ქვეყანაში მომუშავე ქალების მესამედი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ხდება.