ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ მათი პრიორიტეტი ამჟამად ისრაელთან ეფექტური და შემაკავებელი დაპირისპირებაა. აბას არაღჩიმ ერთობლივი საუბარი გამართა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
აბას არაღჩი ასევე ესაუბრა იტალიელ კოლეგას, რა დროსაც გააკრიტიკა რამდენიმე ევროპელი კოლეგა და აღნიშნა, რომ ამ დაპირისპირებაში ისინი ისრაელისკენ იხრებიან.
„ირანის უმაღლესმა დიპლომატმა კვლავ დაადასტურა ირანის ერთგულება დიპლომატიისადმი და თქვა, რომ ქვეყანას არასდროს დაუტოვებია მოლაპარაკების მაგიდა“, – ნათქვამია საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.