საკვების გამოძახება სწრაფი კვების ობიექტიდან, ოჯახის ყველა წევრის ერთ საწოლზე შეკრება, მადლიერების ხე - ვარსკვლავების უჩვეულო საშობაო ტრადიციები

შობა

„ამბობენ, რომ შობის ღამეს სასწაულები ხდება და თუ გულით ინატრებ რამეს - ის აუცილებლად აგისრულდება“  -  ამიტომ შობის დადგომას ყოველ წელს  მსოფლიო მასშტაბით უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის. ამ ჯადოსნური დღესასწაულთან შესახვედრად ისინი განსაკუთრებულად ემზადებიან. ამ მხრივ გამონაკლისები არც ჰოლივუდის ვარსკვლავები არიან. 


ბლეიკ ლაივლის საყვარელი საშობაო ტრადიცია ოჯახის წევრებთან ერთად ჯანჯაფილის ნამცხვრის სახლების აშენება და ფილმების ყურებაა: 

„მთელ დღეს ერთად  ვატარებთ. გარეთ არასდროს გავდივართ. შობის ღამეს კი ყველა ერთ საწოლში ვწვებით, რათა გულწრფელად ვისაუბროთ და ერთმანეთს ჩვენი გეგმები, მოლოდინები და სიხარული გავუზიაროთ. ეს ძალიან მაგარია! ბოლოს ყველა ყოველთვის ძალიან ბედნიერია“.

 


ჯენიფერ გარნერი შობამდე ერთი თვით ადრე ლამაზად მორთული ნაძვის ხის გვერდით კიდევ ერთ ხეს დგამს. მსახიობის თქმით, ეს „მადლიერების ხეა“. 


„ოჯახის თითოეული წევრი ფოთლის ფორმის ფურცლებს ვიღებთ.  მასზე ჩანაწერებს ვაკეთებთ, სადაც ცხოვრებას ყველა გათენებული დღისთვის მადლობას ვუხდით. შემდეგ კი ამ ფურცლებს მადლიერების ხეზე ვკიდებთ. მნიშვნელოვანია, რომ კარგი დღეები გვახსოვდეს და მადლიერნი ვიყოთ.  მჯერა, რომ თუ ასე მოვიქცევით, სამყარო აუცილებლად დაგვაჯილდოვებს“,- ამბობს გარნერი.

 


გვინეტ პელტროუს განსაკუთრებით უყვარს, როცა საშობაო ვახშამს თავად ამზადებს. ის ოჯახის წევრებსა და სტუმრებსს გემრიელი კერძებითა და ტკბილეულით უმასპინძლდება.



„შობისთვის მზადებას მე და ჩემი შვილები ჯერ კიდევ შემოდგომაზე ვიწყებთ. ვაშლებს ვაგროვებთ, შემდეგ მისგან ჩირებს ვაკეთებთ და დარიჩინის ჩხირებთან ერთად, ყოველ წელს,  მათ საშობაო საჩუქრებში ვდებთ“ ,- აღნიშნავს გვინეტ პელტროუ. 
 
გვინეტ პელტროუსგან განსხვავებით, კრისი ტეიგენს შობას სამზარეულოში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ის და ჯონ ლიჯენდი შობის ღამეს საჭმელს არც მეტი, არც ნაკლები სწრაფი კვების ობიექტიდან იძახებენ:


„მე და კრისი შობას ყოველთვის შვილებთან ერთად ვატარებთ. საახალწლოდ მორთულ ქუჩებში, ძალიან ბევრს ვსეირნობთ, ატრაქციონებს ვსტუმრობთ და არც ცხელი შოკოლადის დალევა გვავიწყდება“. 


მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი შობას კეთილ საქმეებს აკეთებენ.  ისინი შვილებთან ერთად საქველმოქმედო ინიციატივებში ერთვებიან და ცდილობენ ადამიანებს დღე  გაულამაზონ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შობას ისინი შვილებს საჩუქრებს არ ჩუქნიან:


„ყოველთვის ვცდილობთ, საქველმოქმედო ინიციატივებში ჩვენი შვილებიც ჩავრთოთ, რათა მათ სიკეთის მნიშვნელობის გააზრება შეძლონ“. 

გამონაკლისები არც უილ და ჯეიდა პინკეტ სმიტები არიან. „შობის მთავარი პერსონაჟი - ჩვენთვის სანტა კლაუსის ნაცვლად, ჯეიდაა. ასეთი ტრადიცია გვაქვს, რომ შობაზე მის ყველა სურვილს ვასრულებთ და იმას ვაკეთებთ, რასაც ის გვავალებს. ეს ყველაფერი 22 დეკემბრიდან პირველ იანვრამდე გრძელდება“,- ამბობს უილ სმიტი.  დევიდ ბექჰემი კი შობის წინა ღამეს  ქათმის ფრთებს იძახებს ხოლმე:  „ეს ტრადიცია სათავეს ჩემი ბავშვობიდან იღებს. შობაზე მამას ყოველთვის მოჰქონდა ქათმის ფრთები, დედა კი ფერად საღამურს მჩუქნიდან ხოლმე. ვცდილობ ამ წესს არ ვუღალატო“ .  ჯეილოსა და ბენ აფლეკისთვის ეს შობა განსაკუთრებულია. ჯადოსნურ დღესასწაულს წყვილი ოფიციალური ცოლ-ქმრის ამპლუაში პირველად შეხვდება. ბენიფერმა შობისთვის მზადება უკვე დაიწყო და ცოტა ხნის წინ წვეულება გამართა, სადაც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უმასპინძლა.  „მე და ბენი ყველაფერს ერთად ვაკეთებთ - საყიდლებზე დავდივართ, დეკორაციებს ვარჩევთ. ცოტა ხნის წინ მოვრთეთ ნაძვის ხე. ეს შობა უამრავი საჩუქრით, ბედნიერი წუთებითა და ღიმილით იქნება სავსე“,- აღნიშნავს ჯეილო.  შობას დილით ადრე დგება ანჯელინა ჯოლი, რათა შვილების გაღვიძებამდე, მათთვის ცხელი შოკოლადის მომზადება მოასწროს. ლამაზმანისთვის შობა ერთადერთი დღესასწაულია, რომლის დროსაც ბავშვებს  სრულ უფლებას აძლევს ის მიირთვან, რაც თავად სურთ. ანჯელინა ჯოლის მსგავსად, ბიონსე და ჯეიზიც შობას შვილებთან ერთად ატარებენ. ფილმების ყურება, საშობაო ტკბილეულის ერთად მომზადება და საჩუქრების გახსნა - ვარსკვლავური წყვილის საშობაო ტრადიციის განუყოფელი ნაწილია.