მძიმე ავარია ქობულეთში - არის მსხვერპლი
1787563183
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველის განცხადებით, დაცვის მხარე მომდევნო პროცესიდან მათი მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს.
"ბრალდების მხარემ დაასრულა თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა. შემდეგი პროცესიდან დაცვის მხარე ვიწყებთ ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევას. დაცვის მხარეს მრავლად გვყავს მოწმეები წარმოდგენილი, თუმცა ჯერ საბოლოოდ არ შევთანხმებულვართ ვის ხდის ბრალდების მხარე უდავოდ და საბოლოო ჯამში, რამდენი მოწმე დაგვრჩება სასამართლო სხდომაზე დასაკითხი", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა.
პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ოთხივე ეპიზოდი.
"თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით ბრალდების მხარემ მოიყვანა მოწმეები, ასევე გამოიკვლია სხვადასხვა კატეგორიის მტკიცებულებები. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ამ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად დასტურდება, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ოთხივე ეპიზოდი.
რა თქმა უნდა, ოთხივე ეპიზოდს გააჩნია მტკიცებულებები, რაც პირდაპირი ხასიათის არის. დანაშაულის ხასიათის და სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი არსის და ლატენტურობის გათვალისწინებით, მტკიცებულებები სრულად ადასტურებს იმ გარემოებებს, რაზეც ბრალდების მხარე უთითებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში", - განაცხადა პროკურორმა.