1746476294
საფრანგეთში ცნობილი მომღერალი და მოცეკვავე სტეფან ლეგარი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში აჭარულ ცეკვას ასრულებს

2025 წლის მარტში ფრანგმა რეპერმა, სასცენო სახელით Gims ფრანგულ ენაზე შესრულებული „განდაგანას” ქავერ ვერსია გამოუშვა. ჯერ კიდევ სიმღერის ოფიციალურად გამოსვლამდე გამოქვეყნებულ თიზერს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე დღეში უკვე მილიონობით ნახვა ჰქონდა. სიმღერა დღემდე აქტუალურია TikTok-ზეც.
ჰიტად ქცეულ „განდაგანას” ფრანგულ ქავერზე ვიდეო გამოაქვეყნა სტეფან ლეგარმა. ის საფრანგეთში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია. ვიდეოში ლეგარი „განდაგანას” ფონზე აჭარულ ცეკვას ასრულებს. „მე არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ კარგად ვცეკვავდი?” – ვკითხულობთ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
იხილეთ ვიდეო:
View this post on Instagram