დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭომ (WTTC)გასული წლის ყველაზე ძლევამოსილი ტურისტული ქალაქების რეიტინგი შეადგინა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, WTTC-მ გასული წლის მონაცემების ანალიზი ჩაატარა და დაადგინა სად ხარჯავენ მოგზაურები ყველაზე მეტ ფულს. რეიტინგის შედგენისას მათ ასევე გაითვალისწინეს რამდენად ახალისებენ ტურიზმს ადგილობრივი მთავრობები.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რეიტინგის პირველ ადგილის საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი იკავებს.
ტურიზმით მიღებულმა ქალაქის შემოსავალმა $35.6 მილიარდი შეადგინა.
ათეულში ასევე მოხვდნენ:
2. პეკინი, ჩინეთი
3. ორლანდო, აშშ
4. შანხაი, ჩინეთი
5. ლას-ვეგასი, აშშ
6. ნიუ-იორკი, აშშ
7. ტოკიო, იაპონია
8. მექსიკა, მექსიკა
9. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
10. გუანჯოუ, ჩინეთი
WTTC-ს პროგნოზით, 2032 წლისთვის რეიტინგის დომინანტი ქვეყანა ჩინეთი გახდება.