დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
6 დაღუპული და 5 დაშვებული - უმძიმესი ღამე საგარეჯოში. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა 19 იანვარს ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
ამ წუთებში თბილისში, ვაზისუბნის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში საგარეჯოში მოკლული პოლიციელის პანაშვიდი მიმდინარეობს.
37 წლის ოთარ ღვინიაშვილს, რომელიც თავდამსხმელის სროლას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს შეეწირა, ხვალ მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.