რუსეთში საახალწლოდ ყველაზე მოთხოვნადი მომღერლების ათეულში ერთი ქართველია, რომელმაც კირკოროვი „ჩააჩოჩა“

კირკოროვი

ცნობილმა მოსკოველმა პროდიუსერმა, კონცერტების ორგანიზატორმა, თავრიზ შაჰიდიმ საახალწლო შოუებისთვის ყველაზე მოთხოვნადი არტისტები დაასახელა. აგენტი ამტკიცებს, რომ მომხმარებლის მხრიდან ინტერესი არ დაკარგულა. უბრალოდ, პანდემიის შემდეგ ბევრი ადამიანი დაგეგმვისთვის იყენებს „მოკლე  ჰორიზონტს“.

საახალწლო ღონისძიებებზე მოსკოვში ყველაზე მოთხოვნადი ცნობილი სახეების ათეული ასე გამოიყურება:

1. ლეონიდ აგუტინი;

2. ჯგუფი „ხელები მაღლა“;

3. Zivert;

4. შამანი;

5. ბასტა;

6. პოლინა გაგარინა;

7. „ივანუშკი ინტ“;

8. მომღერალი MakSim;

9. ანა ასტი;

10. სოსო პავლიაშვილი.

შაჰიდის თქმით, ფილიპ კირკოროვი ჯერ არ არის ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავთა ათეულში. ის რეიტინგის მე-11 ხაზზეა.