„როცა დედამთილი გძულს და მაინც მას ჰბაძავ“ - ვიქტორია ბექჰემის გამომწერები ახალ რძალს აკრიტიკებენ

beqhemebis ojaxi

მას მერე, რაც დევიდ და ვიქტორია ბექჰემის უფროსი ვაჟი დაქორწინდა და უმდიდრესი გოგონა, ნიკოლა პელტცი შეირთო ცოლად, ძალიან მალე გამოჟონა ოჯახიდან ინფორმაციამ რძალ-დედამთილის კონფლიქტის შესახებ. არადა, მანამდე ცნობილი იყო, რომ ნიკოლსა და ვიქტორიას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. ქორწილის მერე კი მათ შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა. 

 დედამთილისა და რძლის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ბევრი იწერება, თუმცა, ჯერ კიდევ მას შემდეგ რაც ნიკოლამ თმა ყავისფრად შეიღება, ვიქტორიას გამომწერები ხშირად წერენ რომ ნიკოლა დედამთილს ბაძავს.

ამჯერად საუბრის მიზეზი პელცის სტილი გახდა, რომელიც მან ვახშამზე მოირგო. ნიკოლას კლასიკური, მწვანე ქვედაბოლო და შავი მაისური ეცვა, თავზე კი თავსაფარი ეკეთა. მის ლუქს „ვერსაჩეს“, 132 ევროიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.

„როცა დედამთილი გძულს და მაინც მას ჰბაძავ“, – წერენ კომენტარებში.