დევიდ ბექჰემის თქმით, ვიქტორია 25 წელია, ერთსა და იმავე საკვებს ჭამს

ბექემები

დევიდ ბექჰემის თქმით, მისი ცოლი 25 წელია, ერთსა და იმავე საკვებს ჭამს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ვიქტორია ბექჰემთან 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დევიდ ბექჰემი აცხადებს, რომ მის ცოლს მკაცრად განსაზღვრული კვების რაციონი აქვს, რომელსაც ძალიან იშვიათად არღვევს. კერძოდ, ვიქტორია გრილზე შემწვარ თევზსა და ორთქლზე მოხარშულ ბოსტნეულს ჭამს, რაც დევიდის დღიური რაციონისგან ძალიან განსხვავდება.

„ღვინისა და გემრიელი საჭმლის მიმართ საკმაოდ ემოციური ვარ. როცა რამე გემრიელს ვჭამ, მინდა, რომ ყველამ გასინჯოს. სამწუხაროდ, იმ ადამიანზე ვარ დაქორწინებული, რომელიც 25 წელია ერთსა და იმავე საკვებს ჭამს და ჩვეულ დიეტას ძალიან იშვიათად არღვევს", - ამბობს დევიდ ბექჰემი.