რონალდუ პატარა ფანს შეხვდა, რომლის გადასარჩენადაც 100 000 დოლარი გაიღო

რონალდუ

რონალდუ პატარა ფანს შეხვდა, რომლის გადასარჩენადაც 100 000$ გაიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მიმდინარე წლის ივნისში პორტუგალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 წლის ფრანცისკომ მშობლები და და დაკარგა, საოჯახო სახლი კი მთლიანად განადგურდა. ბიჭმა მძიმე დამწვრობა მიიღო და 2 კვირა კომაში იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

უბედური შემთხვევის შესახებ პორტუგალიაში ინფორმაცია მალევე გავრცელდა. მოქალაქეებმა პლატფორმა შექმნეს, სადაც დონაციის მსურველებმა მოიყარეს თავი. მოულოდნელად დონორებს შორის კრიშტიანუ რონალდუც გამოჩნდა, რომელმაც 11 წლის ბიჭისთვის ფონდში $100 000 გადარიცხა.

როგორც აღმოჩნდა, ფრანცისკო რონალდუს გულშემატკივარია. ამის შემდეგ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, ბიჭს პირადად შეხვედროდა და გაემხნევებინა. პორტუგალიაში გამართული შეხვედრის ორგანიზებაში ცნობილი იუთუბერი, iShowSpeed-იც ჩაერთო.