უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
ფლორენს პიუ ამჟამად ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია, რომელიც ყოველთვის ძლიერ, დასამახსოვრებელ პერსონაჟებს ქმნის. ახლახან წარმოშობით ბრიტანელი ვარსკვლავი ვოგის ვიდეოშიც გამოჩნდა და საყვარელი რეცეპტების გაზიარების გარდა, საკუთარ ცხოვრებასა და შეხედულებებზეც ისაუბრა.
„არასოდეს არ ვაპირებ, რომ წონაში დავიკლო როლის გამო, მხოლოდ იმისთვის, რომ ფანტასტიკურად გამოვიყურებოდე. უფრო ის მაინტერესებს, როგორ ცხოვრობდა ესა თუ ის გმირი; რა შეიძლებოდა, რომ ეჭამა.
ჩვენ ადამიანები ვართ ადამიანური სხეულებით. დიახ, მე შემიძლია, მაკიაჟი გავიკეთო და პრემიერისთვის გავიპრანჭო, მაგრამ სინამდვილეში მაინც მეზრდება ტუჩს ზემოთ თმა, ვარჯიშის შემდეგ მაინც მაქვს არასასიამოვნო სუნი და მაინც მიჩნდება სახეზე გამონაყარი, როცა ვნერვიულობ",- აღნიშნა პიუმ.