როგორ უპასუხა ჰეილი ბიბერმა სელენა გომესის ნიშნობას - მომღერალი რამდენიმე დღის წინ ბენი ბლანკოზე დაინიშნა

სელენა გომესი

 რამდენიმე დღის წინ სელენა გომესმა საკუთარ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლის შესახებ შეატყობინა. ის პროდიუსერ ბენი ბლანკოზე დაინიშნა. სიახლეს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და სელენამ ძალიან ბევრი თბილი სიტყვა და სურვილი მიიღო.

სელენა გომესს მხარდაჭერა ჰეილი ბიბერმაც გამოუცხადა. მოდელმა სელენას ინსტაგრამის პოსტი, სადაც ის ნიშნობის შესახებ გულშემატკივრებს ფოტოებს უზიარებს, მოიწონა და ამით გომესის მიმართ კეთილგანწყობა გამოხატა.

 მას შემდეგ, რაც ჰეილი ბიბერი სელენა გომესის ყოფილ შეყვარებულზე, ჯასტინ ბიბერზე დაქორწინდა, გულშემატკივრების კომენტარები არ წყდება. სელენას ბევრი ფანი ჰეილის უკვე მრავალი წელია, ნეგატიურ კომენტარებს უწერს და სწორედ მას ადანაშაულებენ ჯასტინისა და გომესის დაშორებაში. არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰეილი სელენას დასცინის. ფაქტობრივად, ორი ბანაკი არსებობდა და ახალგაზრდა ვარსკვლავების გულშემატკივრები სხვადასხვა არგუმენტით ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.