1727944755
როგორ ულოცავს მეგი გოგიტიძე მეუღლეს დაბადების დღეს
მომღერალი, მეგი გოგიტიძე დაქორწინებულია. მეგის მეუღლე დათუნა მერაბიშვილია. ის მეუღლეს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს და ფოტოს აქვეყნებს.
„დაბადების დღე გილოცავ ჩემო სიყვარულო“,- წერს მეგი.
ერთ-ერთ ინტერვიუში მეგი მათი გაცნობის ისტორია იხსენებს.
„გაცნობიდან სამ თვეში დავქორწინდით. საერთო მეგობარი გვყავს, მის შესახებ ყოველთვის ვიცოდი და თვითონაც მიცნობდა შორიდან. დედა ქობულეთელი ყავს, მამა თბილისელი. ერთმანეთი სატელეფონო ზარით გავიცანით, თბილისში ვიყავი, კონცერტიდან ვბრუნდებოდი, როცა დამირეკა, მითხრა დათუნა ვარ მერაბიშვილიო, ქობულეთში ისვენებდა და მკითხა როდის ვბრუნდებოდი უკან. გამიხარდა მისი მოკითხვა, ყოველთვის სიმპათიებით ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ჩამოვედი თუ არა, შევხვდი, საერთო მეგობრებთან ერთად დავდიოდით ხან იქით, ხან აქით და ასე დაიწყო და დაიწყო. ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, დღე-ღამე არეული გვქონდა, ექვსზე-შვიდზე შემოვდიოდი სახლში, დედაჩემი გაგიჟებული იყო“.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „გაიღიმე, ცხოვრება მიდის...“ - ზღვაში ტრაგიკულად დაღუპულის ახალი ვიდეო ვრცელდება
„თქვენ ვერ გაიგებთ ჩემსას და ტყუილად იშლით ნერვებს“ - მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს
VIDEO: პირველი კადრები ადგილიდან - თბილისში, რკინიგზის ლიანდაგზე კლდე ჩამოიშალა
VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა