„მშობლების სანუგეშებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ...“ - რას წერს სოფი და გიორგი ყარალაშვილების ახლობელი პრეზიდენტზე

ყარალაშვილები

სოფი და გიორგი ყარალაშვილების სამძიმარზე საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს.

გაყინული ვარ ისე, სასაკლაოზე რომ წამიყვანონ, გული არ შემიტოკდება. მაგრამ, მადლიერების გამოშვების გარეშე ვერ მოვისვენებ.

1. მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომ გუშინ სოფო და გიოს გასაცილებლად და მშობლების სანუგეშებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ, მოკრძალებულად. მადლობა იმისთვისაც, რომ საკუთარი ინიციატივით სოფი და გიოს სახელის უკვდავყოფისთვის მზადაა თანადგომისთვის.

2. მადლობა გიოს და ჩვენს მეგობარს ირაკლი კუპრაძეს ნუგეშისცემისთვის და შარვალ-კოსტუმების და პოზების გარეშე დგომისთვის და გლოვისთვის. ჩემი ცხოვრებაც ამ ქვეყანაში უფრო მშვიდია გუშინდელი ირაკლის ნახვის მერე. თურმე, გლოვასაც სჭირვებია შინაგანი კულტურა და ნამუსი.

3. მადლობა გელა ცხადაძეს, რომ ჩვენი ქალაქში სოლიდარობის შუქურაა.

4. მადლობა „ტერასა სიღნაღის“ და ზურა ბეროშვილს და მის დას, რომ რაც ვთხოვეთ მდუმარედ გააკეთეს, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ.

5. მადლობა Boutique Hotel BelleVueს და Ilia Babalashviliს რომ მზად იყვნენ დათოს, სოფის და გიოს ჩამოსული მეგობრებისთვის სასტუმროში ემასპინძლათ.

6. მადლობა Li Ako-ს, რომ ჯანმრთელობის პირველადი დახმარების პაკეტით, კონსულტაციებით სულ ხაზზე იყო, ვიცოდი, რომ შეიძლება არ დავმძიმებულიყავით, იმიტომ რომ შემეძლო ლიაკოსთან დარეკვა.

7. მადლობა კამარა Kamara-ს მთელ გუნდს და Natia Panjikidze-ს უუსწრაფესი რეაგირებისთვის, რომ ჩვენ და მეგობრების მშობლები დავრჩეთ ფუნქციურები, რომ გვაქვს იმედი, ჭრილობების მოშუშებაში მარტო არ ვიქნებით.

8. მადლობა ჩვენს თანაქალაქელებს, ვინც მზად იყავით ყველაფერი გაგეკეთებინათ, რაც შეგეძლოთ, ან არ შეგეძლოთ, რომ მშობლებს ტვირთი შეგემსუბუქებინათ.

P.S. ბოლო ორი დღეა უსუსურობის განცდას ენაცვლება ხოლმე ბრაზი, რომ თურმე, არსებობდა ჩვენი მეგობრების და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ალბათობა და იმიტომ, რომ არასწორ სახელმწიფოში დავიბადეთ, ვერ დავიცავით.

ახლა ვცდილობ, გიოს, დათოს და სოფის ადგილას ჩავაყენო ხოლმე თავი და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო ხოლმე, რასაც ისინი იზამდნენ ჩვენ რომ ახლა ადგილები გაცვლილი გვქონდეს.“ - ვკითხულობთ პოსტში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

VIDEO: „მივალ, მივყვები გზას... თავადაც არ ვიცი, რას ვფიქრობ, რას...“ - ვრცელდება სალომე ხეთაგურის უცნობი ვიდეო

ცნობილია ვინ არის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი

VIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა

„პროზექტურაში, ადამიანის ორი ფრაგმენტია...“ - სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში და დრამატული კადრები სტიქიის ზონიდან

20 აგვისტომდე „მაგნიტური დღეებია“ - რა უნდა გააკეთოთ, რომ საფრთხე თავიდან აირიდოთ

VIDEO: „ვიღაცებს შეიძლება ეს არ მოეწონოთ“ - გაეცანით, 17 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს

ცნობილია, ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის თანხის სრულად გამოტანა - დეტალები