1732172400
როგორ გაიცნო ზაზა ფაჩულიამ მეუღლე და რაზე გაუნაწყენდა თიკა ალავიძე ცნობილ კალათბურთელს
ცნობილი კალათბურთელი გადაცემას „სხვა კითხვები ნიკოლოზთან“ სტუმრობდა, სადაც მეუღლის, თიკა ალავიძის გაცნობის ისტორია გაიხსენა.
„თიკა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი და გვერდში მდგომი ადამიანია.
დედაჩემის დამსახურებაა, რომ ჩემს ოჯახში ძალიან ხშირად მქონდა საუბარი იმაზე, რომ რა ჯობია ქართველს, შენიანს დაელაპარაკები, გაეხუმრები და ა.შ.
პირველ ცდაზე არ გამომივიდა თიკას მოხიბვლა. თიკა არ მალავს, რომ გაცნობის დღეს, როდესაც ხელი ჩამოვართვი და ჩემი სახელი ვუთხარი, აუტყდა სიცილი.. ნუ, ეს ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყო. რა თქმა უნდა, სიმაღლეზე გაეცინა.
მეგობართან ერთად იყო და მოკლედ, ვერ გავაჩერე. ეს მოხდა ივლისში. შემდეგ არ გვქონია კომუნიკაცია და უკვე სექტემბერში, სწორ დროს სწორ ადგილას – ზუსტად ეს მოხდა.
2008 წელს, მერიაში გვქონდა ღონისძიება, იმ ბავშვებს, ვინც ომში მამები დაკარგეს, საჩუქრებს ვურიგებდით, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, სულ ვფიქრობდი, რომ სწორი მესიჯები მეთქვა და მოტივაცია მიმეცა ბავშვებისთვის.
ამაზე ვფიქრობდი, მანქანიდან გადმოვედი და ამ მომენტში თიკამ გამიარა წინ.
თიკას ეგონა დავაიგნორე, არადა იმ მომენტში მხოლოდ შეხვედრაზე ვფიქრობდი.
მართლა ვერ დავინახე, მერე ჩვენს საერთო მეგობართან კარგად მლანძღა..
ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსსო (იცინის) და მეორე შანსიც წარმატებულად დამთავრდა. დღეს 4 შვილი გვყავს“,- აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.