პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე სვეტა ბაგდასაროვამ პროექტში მონაწილეობის მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე წონაში მკვეთრად დაიკლო. იღებს უამრავ კომპლიმენტს და ხშირად აღნიშნავს, რომ საკუთარი ვიზუალით კმაყოფილია.
სვეტამ 40 კილოგრამი დაიკლო და ყოველდღიური სწორი კვების რეჟიმით სასურველ წონას ინარჩუნებს.
„მაიოს კლინიკის“ დიეტის მეშვეობით წონაში დავიკელი. პირველ დღეს ვიღებდი ხილს, მეორე დღეს ბოსტნეულს. მესამე დღეს ბოსტნეულისა და ხილის მიღება შეიძლება, მეოთხე დღეს ბოსტნეულს ბანანი და რძე ემატება. მეხუთე დღეს არის 800 გრამი საქონლის ხორცი და პომიდორი. მეექვსე დღეს 1 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი და ბოსტნეული, ასევე, დღის პირველ ნახევარში ხილი უნდა მიირთვათ. მეშვიდე დღეს არის ხორცი და ბოსტნეული.
რაც შეეხება ჩემს ყოველდღიურ სწორ კვებას: დილით ვიღებ ხაჭოს, მაწონს, ნებისმიერი ხილს. 3 კოვზ წიწიბურას, 1 ნაჭერ ხორცს, თევზს, ან 2 ცალ კვერცხს და ნებისმიერი ბოსტნეულის სალათით. შემდეგი კვებაც ასეთია და საღამოს, აუცილებლად, ვამთავრებ კეფირით. “- ამბობს სვეტა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.
ვრცლად ↓