VIDEO: მორიგი დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსში“ - „ასაკში ხარ ჯიგარო და ცოტა აზრზე უნდა მოხვიდე“
1653045420
მომღერალი ლელა წურწუმია ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. ბოლო დროს, გულშემატკივრებს მისი წონაში საგრძნობლად კლება არ გამოჰპარვია და ცდილობდნენ, მისი საიდუმლო მეთოდი გაეგოთ.
„ბევრი წერილის მერე, ლელას დიეტა - წერს მომღერალი და გამომწერებს საკუთარ მეთოდს უზიარებს.
„ივარჯიშეთ ინტენსიურად და იკვებეთ ზომიერად. საღამოს, 7 საათის შემდეგ არ მიიღოთ საკვები. და რაც მთავარია, განწყობა ქმნის საბოლოო შედეგს. მეტი პოზიტივი, მოტივაცია, ღიმილი და ბოღმა არასდროს ჩაიდოთ გულში. აბერებს და აუშნოებს“, - წერს მომღერალი.
ასევე ნახეთ - ლელა წურწუმია დუბაიში
1653161759
უკანასკნელი დღე "აზოვსტალში" - ვიდეოს "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი აქვეყნებსუკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა".რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.
1651821060
300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
სხვა სიახლეები
ომი უკრაინაში • 1653213692
ზელენსკი მსოფლიოს სასურსათო კრიზისზე აფრთხილებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა CNN წერს.ზელენსკის თქმით, თუ პორტებს არ აამუშავებენ, ბევრ ქვეყანას სასურსათო კრიზისი შეექმნება.“მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაეხმაროს უკრაინას საზღვაო პორტების განბლოკვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვება სასურსათო კრიზისი და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეექმნება. რუსეთმა დაბლოკა თითქმის ყველა პორტი და ყველა, ასე ვთქვათ, საზღვაო შესაძლებლობა საკვების ექსპორტისთვის - ჩვენი მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა და სხვა ბევრი რამ.მსოფლიოში კრიზისი იქნება. მეორე კრიზისი ენერგეტიკის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ახლა სასურსათო კრიზისს შექმნის. თუ არ განბლოკავთ უკრაინისთვის მარშრუტებს. აფრიკას, ევროპის ქვეყნებს, აზიას ეს საკვები პროდუქტები სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ შაბათს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან მოლაპარაკების შემდეგ.ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საკვები პროდუქტების "ეტაპობრივ მოპარვაში" და მათი გაყიდვის მცდელობაში.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე ხორბლის მარაგი რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა გლობალური ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა - რომელიც მსოფლიოს ეხმარება გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან ბრძოლაში, ყოველწლიურად თავისი ხორბლის ნახევარს უკრაინიდან ყიდულობს. გაერო ქვეყნებს აფრთხილებს, თუ უკრაინის პორტები არ გაიხსნება, შედეგები საშინელი იქნება.
პოლიტიკა • 1653213322
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
მსოფლიო • 1653213248
„ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა და პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა“, - ეს ენტონი ბლინკენმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სტუდენტენთან სიტყვითა გამოსვლის დროს განაცხადა.შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამ სიტყვებით მინიშნება გააკეთა, რომ ვაშინგტონის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ მოხდება."ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა, რომ პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა, სახელწოდებით "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა. ანუ აღარ ვიქნებით პრეზიდენტ პუტინთან. მათ თქვეს, რომ ეს "არადიპლომატიური" იქნებოდა." - თქვა ბლინკენმა. LIVE: Antony Blinken commencement address at Georgetown University https://t.co/iIE9wJPWyk — Reuters (@Reuters) May 21, 2022
ჰოროსკოპი • 1653211533
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
მთვარის 22-23-ე დღე. დღეს მთვარე თევზებში გააძლიერებს ემოციებს და გიბიძგებთ, იმოქმედოთ არც თუ ისე გონივრულად. მიზანშეწონილია, აქტიურ მოქმედებებს უპირატესობა მიანიჭოთ. გამონახეთ დრო კონფიდენციალური საუბრისთვის. ერიდეთ ინტრიგებსა და გაუწონასწორებელ ნაბიჯებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.ვერძიშესაძლოა, თავი მოუსვენრად იგრძნოთ, გამორიცხული არაა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ ჩვეული რიტმიდან ამოგაგდოთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მალე დალაგდება.კუროიმდენად შეიცვლება ვითარება, შესაძლოა, რეალობა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული შანსი, ეჭვს ნუ შეიტანთ ახლობლების კეთილსინდისიერებაში და მიზანს მიაღწევთ.ტყუპებისაკუთარ საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, ნუ ენდობით ყველას, ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, კარგად გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი, ყოველი წვრილმანი და გამოსავალს აუცილებლად იპონით.კირჩხიბიმშფოთვარე დღეა, შესაძლოა, ვინმე შეეცადოს თქვენს ემოციებზე თამაშს, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოთ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.ლომიშესაძლოა, უხეშად მოინდომონ თქვენს საქმეებში ჩარევა, ნუ მოუსმენთ სხვებს, ნურც პროვოკაციებს აჰყვებით, იყავით თქვენი მიზნის ერთგული და არა მხოლოდ საუკეთესოდ მოახდენთ რეალიზებას, არამედ, სამომავლოდ უფრო მეტად განიმტკიცებთ მდგომარეობას.ქალწულითუ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს ახლა ვერ მიაღწიეთ, ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ დაკარგავთ ინტერესს. დაისვენეთ, განმარტოვდით და მეტი კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზნებზე.სასწორიშესაძლოა, საკუთარ თავში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინოთ. დიდია შანსი, გაჭიანურებულ და გადადებულ საქმეებს ახლა დაესვას წერტილი და კარგი შედეგიც მიიღოთ.მორიელიიყავით მტკიცე და თავდაჯერებული, რადგან ნებისმიერი საკითხი, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ.მშვილდოსანიწარმატებას მიაღწევთ საქმეში, რაც ასე გაშფოთებთ. დაეყრდენით საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, იმოქმედეთ სტრატეგიულად.თხის რქაშეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან, ნუ შეუქმნით დაბრკოლებას ნურავის და ნურაფერს, ვინც/რაც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ცვლილებებ,ი საბოლოოდ, თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.მერწყულიგაგახარებთ პატარ-პატარა წარმატებები. თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ. მიჰყევით შეუპოვრად დასახულ მიზნებს.თევზებიკმაყოფილი და იმედით სავსე შეხვდებით ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თევზების უმეტესობისთვის, კარგი დღეა.
ომი უკრაინაში • 1653210837
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება პუტინის სრული ჩაბარების შემთხვევაშიც კი. ამის შესახებ ბიზნესმენმა და კიევ-მოჰილას ბიზნეს სკოლის მასწავლებელმა ვალერი პეკარმა განაცხადა.„რუსეთის ეკონომიკა არის სანქციების გავლენის ქვეშ, რომლებიც ახლა ჯერ არ გამოჩნდება. არ უნდა იფიქროთ, რომ პუტინი გამოაცხადებს დანებებას ან მშვიდობას და სანქციების მოხსნა ადვილი იქნება. ბევრი სანქცია ძალიან გრძელვადიანია, მთელი თაობისთვის. მათი ასე მოხსნა შეუძლებელია“, - აღნიშნა ექსპერტმა.პეკარმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ადგილი ენერგეტიკულ ბაზარზე აქტიურად სხვა ქვეყნებს უჭირავთ. მან იმ შედეგებზეც ისაუბრა, რაც რუსული ნავთობის უარყოფას შეიძლება მოჰყვეს.„ნავთობი მუდმივად აწარმოებს ავტორიტარიზმს, ავტორიტარიზმი კი ომს. წიაღისეული საწვავი იწვევს ეკოლოგიურ კრიზისს და შესაძლებელია კლიმატის ცვლილებაც. ანუ ყველაფერი - ნავთობი, რუსეთის შემოჭრა, კლიმატის ცვლილება - ერთი დიდი პროცესის ნაწილია და მსოფლიო, რომელიც უარს ამბობს წიაღისეულ საწვავზე, ებრძვის ამ შედეგებს ყოვლისმომცველი ფორმით“, - აღნიშნა ექსპერტმა.