რიანა ისევ ფეხმძიმედაა – მომღერალმა მუცელი Met Gala-ზე გამოაჩინა

რიანა

თითქოს გუშინ იყო, როცა რიანას პირველ ფეხმძიმობაზე შევიტყვეთ, მალევე კი — მეორეზე. დღევანდელ Met Gala-ზე კი 37 წლის პოპვარსკვლავმა მსოფლიოს აცნობა, რომ პარტნიორთან, რეპერ A$AP Rocky-სთან ერთად მესამე შვილს ელოდება.

წყვილს უკვე 2 საერთო შვილი ჰყავს – რიზა, რომელიც ამ თვეში 3 წლის ხდება, და 21 თვის რაიოტი.

Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე მისვლამდე რიანამ Miu Miu-ს ორეული მოირგო, რომელიც მის ფეხმძიმობას მაშინვე თვალსაჩინოს ხდიდა: 

უკვე რამდენიმე კვირაა, რიანას შესაძლო ფეხმძიმობის შესახებ ინტერნეტსივრცეში ჭორები ვრცელდება, თუმცა მომღერლისგან ამბის ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაზე დადასტურება მისი მსმენელისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.