გურამ ლომიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გურამ ლომიძე

„ქუჩის ბიჭების“ წევრი გურამ ლომიძე მამიდაშვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„არ მჯერა, ამას რომ ვწერ, მაგრამ რას ვიზამთ... ღმერთმა აცხონოს შენი სული, ჩემო დაიკო, ძალიან დაგვწყვიტე ყველას გული, დიდხანს ებრძოდი ამ ვერაგ დაავადებას, მაგრამ მაინც დაგძლია... ძალიან დაგვაკლდები ყველას... ჩემო მირანდა, სიტყვები არ მყოფნის და გული მტკივა“, - დაწერა მომღერალმა.