VIDEO: „დღესაც ალბათ იქ მიდიოდა...“ - ძაღლი, რომელიც ძველ პატრონს ყოველდღე აკითხავდა, მანქანამ იმსხვერპლა

ძაღლი

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰასკის ჯიშის ძაღლი მანქანამ იმსხვერპლა, მოქალაქემ თავადვე დარეკა 112-ში და დაელოდა პატრულს, სანამ ადგილზე მივიდოდა. ეს მძიმე, თუმცა ერთი შეხედვით, უბრალოდ ისტორიაა. სინამდვილეში, ძაღლი, მუნიციპალურ თავშესაფარში ჩაბარების შემდეგ სხვა პატრონთან აღმოჩნდა და იქიდან თავდაპირველ პატრონს აკითხავდა. ეს შემთხვევაც ამ დროს მოხდა..

„ახალ გზაზე მანქანით მოკლულ ჰასკზე მინდა დავწერო. პატრონს არ ვიცნობ და მაპატიოს, რადგან მის დაუკითხავად ვწერ ამ პოსტს. ეს კადრები ცისარტყელაზე წასვლამდე არის გადაღებული... მას თავის ტრაგიკული ისტორია ჰქონდა და ვფიქრობ, იმსახურებს, მისი ამბავი იცოდეთ.

ერთ დროს პირველმა პატრონმა გაზარდა, ხოლო შემდეგ წაიყვანა და მუნიციპალურში დატოვა. ამ ბიჭმა კი იქიდან წამოიყვანა და გახდა მისი ახალი პატრონი. ეს საოცარი ძაღლი იპარებოდა და ნუცუბიძის ტერიტორიაზე, სადაც პირველი პატრონი ცხოვრობდა, იქ მიდიოდა. საყელოზე სახელი და ტელეფონის ნომერი ეწერა და სულ ურეკავდნენ, ნუცუბიძეზე არისო. დღესაც ალბათ იქ მიდიოდა...“ - დაწერა სოციალურ ქსელში მიხეილ კაჭკაჭიშვილი და პოსტს ვიდეოც დაურთო.