რატომ ეხურა მელანია ტრამპს ქმრის ინაუგურაციაზე საკულტო ქუდი - თეორიები

მელანია

მელანია ტრამპის ჩაცმულობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. დონალდ ტრამპის მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ პირველ ლედიდ მიიჩნევა. 

სოციალური მედიის მომხმარებლების თქმით, მელანია ტრამპის ინაუგურაციის დღის ქუდი ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ აქსესუარი.

ამერიკელმა დიზაინერმა ადამ ლიპსმა თქვა, რომ ის „დიდად ამაყობს“ მელანიას ჩაცმით.

მელანიას აქსესუარის არჩევანი ონლაინში აქტუალური თემა იყო. მათ შორის იყო ქუდიც.

სოციალური მედიის მომხმარებლები თვლიან, რომ ე.წ. „მაფიოზური ქუდის“ ტარება პირველი ლედის მხრიდან გათვლილი გადაწყვეტილება იყო და არა მოდა.

„ეს ქუდი შესანიშნავი გზაა მისი გრძნობების დიდი ნაწილის დასამალად", - ნათქვამია ერთ-ერთ პოსტში. 

მელანიას ქუდმა ხელი შეუშალა ტრამპს ლოყაზე კოცნისგან.

„ჩემი აზრით, მას ის ეხურა, რათა დაეცვა თავი ტრამპის კოცნისაგან".

ერთმა თქვა: ,,მელანიას, რომელსაც ქუდი ახურავს, ფოტოგრაფებისგან თვალების დასაფარად არის განკუთვნილი. ბოლო ინაუგურაციაზე მისი გამომეტყველება მემეებად იქცა".