ბათუმში კაცის ცხედარი იპოვეს - ის სავარაუდოდ მოკლულია

პოლიცია ლენტა

ბათუმში, გარდაცვლილი ადამიანი ნახეს. ამ წუთებში, გოროდოკის დასახლებაში პოლიციელები იმყოფებიან.

ჩვენი ინფორმაციით ცხედარს დაზიანებები აღენიშნება და ის სავარაუდოდ მოკლულია. მომხდარის დამატებით დეტალებს ვარკვევთ.

,,პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: ,,აჭარა თაიმსი“