ნახეთ მისამართები, სადაც ხვალ წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728586816
თუ ერთხელ მაინც გიმგზავრიათ თვითმფრინავით, აუცილებლად შენიშნავდით მცირე ზომის ხვრელს ფანჯარაზე, რომლის არსებობის მიზეზიც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ბრიტანეთის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში განმარტავენ, თვითმფრინავის კონსტრუქტორები ფანჯრებს რამდენიმე ფენა გამჭვირვალე აკრილის მასალისგან ამზადებენ, რაც მას დაზიანებებისგან იცავს.
მათ შორის, გარეთა ფენა ყველაზე მყარია, მისი დაზიანება თითქმის შეუძლებელია. ხოლო შიდა ნაწილი შედარებით სუსტია. ფანჯრების ფენებს შორის არის ჰაერი. იმ შემთხვევაში თუ თვითმფრინავი მოექცევა დიდი წნევის ქვეშ, შესაძლოა, ფანჯარა დაზიანდეს, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად უკეთებენ ფანჯრებს პატარა ხვრელს, რომელიც არეგულირებს წნევას ფანჯრების ფენებს შორის.
უსაფრთხოების გარდა, ფანჯრების ხვრელს აქვს კიდევ ერთი დანიშნულება, ის ფანჯრებს დაორთქვლისგან იცავს, რაც საშუალებას აძლევს მგზავრს თვალი ადევნოს ფრენას.