უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
აშშ-ს გარემოსდაცვითი სააგენტოს, EPA-ის განცხადებით, ფოთლების დაწვის დროს ჰაერში სხვადასხვა ტიპის ნაწილაკები გამოიყოფა, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ და ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნიან საფრთხეს. ფოთლების წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი შეიცავს მთელ რიგ ტოქსინებს, კანცეროგენებსა და გამაღიზიანებლებს. კვამლში არსებული ნაწილაკები, შესაძლოა, ფილტვებში დაილექოს და წლების მანძილზე დარჩეს იქ. ისინი ზრდიან სასუნთქი გზების დაზიანებისა და ინფექციების რისკს, ამცირებენ ჰაერის რაოდენობას, რომელსაც ფილტვებამდე შეუძლია მიღწევა. იმ ადამიანების გარემოში კი, რომლებსაც ასთმა ან სხვა მსგავსი დაავადება აქვს, ფოთლების დაწვა, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს.
გარდა ამისა, ფოთლების დაწვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირბადის მონოქსიდი - მხუთავი აირი გამოიყოფა. მისი ჩასუნთქვის შემდეგ CO სისხლში შეიწოვება, სადაც იგი იმ ჟანგბადის რაოდენობას ამცირებს, რომლის გადატანაც სისხლის უჯრედებს შეუძლია. ნახშირბადის მონოქსიდის ზემოქმედების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი ბავშვები, მოხუცები, მწეველები და ის ადამიანები არიან, რომლებიც გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებით იტანჯებიან.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211