გიორგი ვოლსკი: ეკონომიკურ და მით უმეტეს სამხედრო ბრძოლაში თუ შევედით რუსეთთან, რუსეთს პრობლემები ნამდვილად შეექმნა მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დაგვანგრევს, ისე დაგვანგრევს, რომ ვეღარასდროს ვერ გავსწორდებით წელში

გიორგი ვოლსკი

ეკონომიკურ და მით უმეტეს სამხედრო ბრძოლაში თუ შევედით რუსეთთან, რუსეთს პრობლემები ნამდვილად შეექმნა ამასთან დაკავშირებით. მთელი მედია მაგაზე ბჭობს და მაგისკენ მოგვიწოდებდა არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდიც ხომ, რომ ჩაერთეთ. მაგრამ რეალურად ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დაგვანგრევს, ისე დაგვანგრევს, რომ ვეღარასდროს ვერ გავსწორდებით წელში, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პარტნიორული ურთიერთობის განსაახლებლად ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ხდება რადიკალიზმის წახალისება, ასევე საქართველოს სთხოვენ ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში, შეუძლებელია საუბარი იყოს ურთიერთობების სტაბილიზაციაზე.

„გერმანიის, შვედეთის და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოსული იყვნენ და უთხრეს ხალხს, ამ რადიკალიზაციის მომხრე მომიტინგეებს, რომ დახმარება იქნება, სერიოზული ფინანსური დახმარება, პოლიტიკური დახმარება და ვიხილეთ, რომ ახალგაზრდებს ეუბნებიან, რომ საქართველოში მაიდანის მსგავსი სცენარი უნდა განვითარდეს, რაც სისხლის ღვრას ნიშნავს და რევოლუციური გზით ხელისუფლების გადაყენებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ დავსხდებით მაგალითად, ევროპელებთან და ასეთი კონსულტაციებიც მიმდინარეობს, ჩვენ ადვილად დავინახავთ, სად არის მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება მართლაც პრეტენზიად დაგვიყენონ. პირველი ის, რომ საგარეო ურთიერთობების თემა ბევრჯერ წამოგვაძახეს. არ არის შესაბამისობაში, იქ პროცენტულად არის დათვლილი, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთელ რიგ მიმართულებებს. მაგალითად, ევროკავშირს დაწესებული აქვს ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ. ევროკავშირი სერიოზულად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესში და ამ მიმართულებით თურმე ჩვენ ვაშავებთ ამ ჩვენი მიზერული სავაჭრო ბრუნვით და ამ დროს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სამივეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე პატარა ქვეყნებია მოსახლეობის რაოდენობით გაცილებით მეტი ექსპორტი აქვთ რუსეთში. ჩვენ ვაღიარებთ, დიახ, ეკონომიკურ და მით უმეტეს სამხედრო ბრძოლაში თუ შევედით რუსეთთან, რუსეთს პრობლემები ნამდვილად შეექმნა ამასთან დაკავშირებით. მთელი მედია მაგაზე ბჭობს და მაგისკენ მოგვიწოდებდა არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდიც ხომ, რომ ჩაერთეთ. მაგრამ რეალურად ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დაგვანგრევს, ისე დაგვანგრევს, რომ ვეღარასდროს ვერ გავსწორდებით წელში.

ფაქტია, რომ მარიონეტიზმით დაავადებულია ე.წ. ოპოზიცია. ეუბნება, რომ ამ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ თქვენ, რომ ელაპარაკებით ეს არ შეგისრულებს იმ მოთხოვნებს და შეკვეთებს, რაც თქვენ გაგაჩნიათ. ბრიუსელის დერეფნებში ამიტომ დადიან, სტრასბურგშიც, რომ ჩვენ ვართ აქ ადამიანები, რომლებსაც, რასაც დაგვავალებთ იმას გავაკეთებთ. გინდათ ომში ჩართვა, ეკონომიკურ თემებში პრობლემების შექმნა გინდათ რუსეთისთვის, რომელსაც 20 პროცენტი ტერიტორიების ოკუპირებული აქვს? იძულებულს გავხდით, რომ საქართველოს მიმართ აგრესია განახორციელონ და შესაბამისად, პრობლემები ნამდვილად შეექმნება რუსეთს. აქ ვართ, ჩვენ აგვირჩიეთ, ჩვენ დაგვაფინანსეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ არგუმენტი, რომ თითქოს ჩვენ საგარეო კურსი შევიცვათ, როგორ შევიცვლიდით, როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელსაც დიფ ურთიერთობა რუსეთთან არ გააჩნიათ. ბავშვებს გამოურეცხეს ტვინები, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივდივართ და რომ ეკითხები, რა ნიშნით ამის არგუმენტი არ აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.