ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
ყურადღებიანი მოქალაქეების ნაწილი ქუჩებში ბოშების დანახვისას მათ გარეგნობაში ერთ საინტერესო დეტალს აუცილებლად შეამჩნევდა - ნებისმიერი ასაკის ბოშა ქალს შარვალი არასდროს აცვია.
როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდები ყოველთვის ატარებენ მხოლოდ ძალიან გრძელ ქვედაბოლოებს - ნებისმიერ ამინდში, ყინვასა თუ სიცხეში. პატარა ბოშა გოგონების შარვალში ან შორტებში ნახვაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და რატომ აქვთ ბოშებს ასეთი გრძელი ქვედაბოლოების ტარების კულტი?
მიზეზი ძალიან მარტივია და ის ძველ ბოშურ ტრადიციებში მდგომარეობს, რომელსაც თანამედროვე ბოშები დღემდე მტკიცედ იცავენ. როგორც ირკვევა გათხოვებამდე ბოშა ქალებს შარვლის ტარება არ ეკრძალებათ, შესაბამისად ზოგიერთი ახალგაზრდა და თანამედროვე ბოშა გოგონა მასზე უარს არ ამბობს.
გათხოვილ ბოშებს კი ნებისმიერ ასაკში შარვლის და სხვა მსგავსი „მამაკაცური" სამოსის ტარება მკაცრად ეკრძალებათ. უპირველეს ყოვლისა, ამის გაკეთებას მათ მეუღლე უკრძალავს, რომელსაც ოჯახში ნებისმიერი ბოშა ქალი ემორჩილება (მაშინაც კი თუ მას ქმარი გულზე დიდად არ ეხატება).
ბოშათა ოჯახებში დღემდე მკაცრი იერარქია სუფევს, სადაც მთავარ ადგილს კვლავ ქმარი ინარჩუნებს, მაგრამ თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ ბოშა გოგონების 90% ძალიან ადრე თხოვდება (13-14 წლის ასაკში), ძალიან ცოტა თუ ასწრებს ცხოვრებაში შარვლის ერთხელ მაინც მორგებას. ქორწილის შემდეგ კი ბოშას შარვლის ტარება უკვე აღარ შეუძლია, ვინაიდან მისი ჩაცმა მეუღლისა და გვარის უპატივცემულობად ითვლება.
ასევე ნახეთ:
„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა