რას ამბობს ნიკოს ყოფილ მეუღლეზე სალომე უშხვანი: „ყურადღებას არაფერს ვაქცევ...“

salome taia

„ღამის პრაიმტაიმში“ გასული კადრების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა სალომე უშხვანს ნიკოს ცოლთან კომუნიკაცია ან აპირებს თუ არა მასთან საუბარს.

„არანაირი, არაფერი... მაგ თემაზე საერთოდ არ მინდა საუბარი. ყურადღებას არაფერს ვაქცევ. მე რაც სათქმელი მქონდა, ვფიქრობ, საკმარისად ვთქვი“ - ამბობს რეალითი შოუს მონაწილე.

ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლე სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

„სალომესთვის, ორჯერ მაქვს მინაწერი, არ დამიბრუნა პასუხი, კომენტარი მაქვს დაწერილი, რომ მისი ნახვა მინდოდა და წაშალეს. არ მიჭირს ეგრე ცხოვრებაში, არც ბინა მინდა ეგეთი, არც ადამიანი ეგეთი. სალომეს მეგობრები არიან, რომ მწერენ და მიჟღერებენ, მარო ვარ და ბინის გამო ვაქირავებ ქმარს. მე ამ ყველაფერს დავამტკიცებ შესაბამის ორგანოებში, ხვალ მაქვს შეხვედრა ადვოკატებთან, თითოეულ ადამიანს გავცემ შესაბამის პასუხს, თავი დამანებონ“, - ამბობს ნიკოლოზ ქართველის ყოფილი მეუღლე.