„რამდენიმე გოგომ მომწერა, ერთი ორს შევხვდი კიდეც...“ - შოთა დარბაიძე საცოლის ძებნის პროცესზე

შოთა დარბაიძე

სოციალურ ქსელებში ბევრისთვის ცნობილმა შოთა დარბაიძემ უკვე რამდენჯერმე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ეძებს საცოლეს და თავისი კრიტერიუმებიც ჩამოაყალიბა. საზოგადოების დიდი ნაწილი ამას სერიოზულად არ აღიქვამს და ბევრსაც ხუმრობს.

„პრაიმტაიმმა“ შოთას ჰკითხა, გამოეხმაურნენ თუ არა გავრცელებული ვიდეო მიმართვების შემდეგ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.

ერთმა ოთხმა გოგომ მომწერა, შოთიკო, თუ თბილისში გვაცხოვრებ, არ არის პრობლემა, შეგხვდებით და გამოგყვებით ცოლადო. ერთი სტუდენტი იყო. 

არ ვმუშაობ, საბურთალოზე და ვაკეში რომ დავჯდე ბინაში, რა უნდა ვჭამო?! ტიკტოკში რომ მირიცხავენ, პროდუქტს ვყიდულობ და ხალხს ვაჩვენებ. სოფელში მიწა მაქვს, ბოსტანი, ძროხას ვიყიდი... არაო, თავი გაიგიჟეს, კარგად იყავით მეთქი, ვუთხარი. 

ერთი ორს შევხვდი კიდეც... რუსთაველზე კაფეში წავიყვანე, ყავა დავლიეთ. ერთმა მითხრა, 25 წლის ვარ და განათხოვარი, ერთი შვილი მყავსო. სოფელია მაინც, ზოგი ჭორაობას დაიწყებს, ქალაქში შვილიანი არავის უკვირს... სოფელი მაინც სხვაა, სუფთა ჰაერი, პომიდორს, კიტრს მოიყვან... რა ჯობს ამას. თბილისში ისეთი რა უნდა იყიდო?! იქნებ თქვენი საშუალებით მაინც გამომეხმაუროს ვინმე...“ - თქვა შოთა დარბაიძემ.

ასევე ნახეთ:

„იურისტები განიხილავენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს...“ - ნაზღაიძე "პრაიმ ჰაუსში" მომხდარ ინციდენტზე

„მიღწევების დრო გეწყებათ...“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი და ხელსაყრელი დღეები

„მე მყავს უმაგრესი კაცი, მისი სიტყვა ჩემთვის კანონია...“ - თამარ ახალკაცი

„ეს იყო 40-წუთიანი ფიზიკური ძალადობა, უამრავი დასკვნა მაქვს...“ - თამარ ახალკაცი ყოფილ მეუღლეზე