რამდენი დღის შემდეგ ენატრებათ ტურისტებს სახლი - კვლევა

შვებულება

ბევრი ადამიანი, სამსახურითა და საოჯახო საქმეებით დაღლილი, მოუთმენლად ელის შვებულებაში წასვლის დროს. ნანატრი მოგზაურობის მოლოდინში, როგორც ჩანს, მზად ხარ სამუდამოდ დაისვენო სახლიდან შორს. თუმცა, სინამდვილეში, ბევრი ტურისტი გაცილებით სწრაფად იწყებს სახლის მონატრებას, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.

The Mirror-ის ცნობით, 2000 დამსვენებელზე ჩატარებულმა DFS-ის ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ტურისტების 46%-ს სახლის ნოსტალგია მხოლოდ ხუთი დღიანი შვებულების შემდეგ ეწყებათ.

„ბევრისთვის შვებულებიდან დაბრუნება საუკეთესო დროა, რადგან არაფერი ჯობნის სახლის კომფორტს... შვებულება ხშირად რელაქსაციის მაქსიმალურ საშუალებად ითვლება, მაგრამ აეროპორტებში სტრესის, ბარგის გადატანაზე ფიქრისა და პირადი სივრცის ნაკლებობის შემდეგ, ბევრ ადამიანს სახლი ენატრება“, - განაცხადა DFS-ის წარმომადგენელმა კელი უაილსმა.

ამგვარად, გამოკითხულთა 52%-მა აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნება შვებულების ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა, ხოლო გამოკითხულთა მეოთხედი აღიარებს, რომ სახლიდან განშორების პერსპექტივაზე წუხს.

ამავდროულად, ბევრმა დამსვენებელმა აღიარა, რომ არდადეგებზე სახლიდან რამდენიმე საყვარელი ნივთი თან მიაქვს: 31% ჩაის პაკეტებია, 27% საკუთარ პირსახოცები და ზოგიერთი მოგზაურობისთვის ბალიშებიც კი.