ტრამპი: პუტინი და ზელენსკი ზეთი და ძმარივით არიან
1755877278
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, როდესაც მზად იქნება სამიტის დღის წესრიგი, თუმცა ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინი მზად არის შეხვდეს ზელენსკი, როდესაც მზად იქნება სამიტის დღის წესრიგი და ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად. პრეზიდენტმა ტრამპმა ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ შემოგვთავაზა რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ზოგიერთ მათგანზე შევთანხმდით, გამოვიჩინოთ გარკვეული მოქნილობა“, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შეფერხებაში დაადანაშაულა. ლავროვის თქმით, დონალდ ტრამპმა ეს პუნქტები ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე წარადგინა.
„ყველასთვის ნათელი იყო, რომ არის რამდენიმე პრინციპი, რისიც ვაშინგტონს სჯერა, რომ უნდა იქნას მიღებული, მათ შორის უარი NATO-ს წევრობაზე, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე დისკუსია და ზელენსკიმ ყველაფერზე თქვა: „არა““, – განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რუსული ენის აკრძალვის კანონმდებლობის გაუქმებაზეც კი უარი თქვა.
„როგორ უნდა შევხვდეთ პიროვნებას, რომელიც თავს ლიდერად წარმოაჩენს?“ – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.