1692302192
აქციების დროს, პარლამენტის ვიდეოკამერებისა და გაყვანილობის გადაწვის ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

აქციების დროს, პარლამენტის ვიდეოკამერებისა და გაყვანილობის გადაწვის ბრალდებით დაკავებულ არჩილ მუსელიანცს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.