პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მგლის ქონი, ვირის ტვინი, დათვის ქონი - ეს ის გავრცელებული „ინგრედიენტებია“, რომლებზეც ამბობენ, რომ შავი მაგიის უნიკალური საშუალებებია და ხშირად ადამიანთა მოსაჯადოვებლად იყენებენ. ჩნდება კითხვა - რას შეიცავს ამ ცხოველთა ცხიმი თუ ორგანოები, რომლებიც როგორც „ჯადოგაკეთებული“ ადამიანები ამბობენ, ზომბებად აქცევენ?!
ცნობილი ქართველი ნეკრომაგი, მია როდსი „პრაიმტაიმის“ კითხვებს ჰპასუხობს და ამბობს, რომ ცხოველები, რომლებიც ადამიანთა კვების რაციონში არ არის, ტოქსიკურია და ტოქსინების მოქმედებით არა მხოლოდ შავი მაგიის ზემოქმედების მსხვერპლი ხდება, არამედ - ორგანიზმში ფიზიოლოგიური ძლიერი მოწამვლა მიმდინარეობს.
"უპირველესყოვლისა, მგლის ქონი იქნება, ვირის ტვინი თუ მენსტრუალური გამონადენი, ამის გამოყენება ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და ამორალურია. არასოდეს გამომიყენებია მსგავსი ბინძური მეთოდები ჩემს პრაქტიკაში. თუმცა, რაკი სხვები იყენებენ და შავ მაგიას მისდევენ, განვმარტავ იმ თეორიულ ცოდნას, რაც მაქვს - ნებისმიერი ცხოველის ქონი თუ ორგანო ადამიანისთვის ტოქსიკურია, რომლის ხორციც არ იჭმევა და ადამიანთა კვების რაციონში არ შედის.
არ ვჭამთ ამა თუ იმ ცხოველის ხორცსა და პროდუქტებს, რომლის მონელების უნარიც ჩვენს კუჭ-ნაწლავს არ აქვს და არის მომწამვლელი. ჩემთან მოსულან ადამიანები, ვისაც მგლის ქონი, ვირის ტვინი, მენსტრუალური გამონადენი, მამაკაცის სპერმა და დათვის ქონი მაგიური ზემოქმედების მიზნით მიაღებინეს, ზოგიერთი მათგანი მწვავე ინტოქსიკაციით კლინიკაშიც მოხვდა. მათ აუცილებლად სპეციალური რიტუალები სჭირდებათ, რათა შავმაგიური ზემოქმედებიდან გამოვიდნენ.
საკმაოდ დადებითი გამოყენება აქვს მაგიური რიტუალების მხრივ იმ ცხოველებს, რომლებსაც ადამიანები მიირთმევენ, მაგალითად - თხა და კურდღელი ბარაქის ძლიერი რიტუალებისთვის გამოიყენება. ასევე, ხიფათისა და ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად რიტაულებში ცხვარი, კურატი გამოიყენება და ეს საკმაოდ ცნობილი პრაქტიკებია.
შავ მაგიაში მგლის ქონი, ვირის ტვინი, მენსტრუალური გამონადენი, მამაკაცის სპერმა და დათვის ქონი ფართო გამოყენებისაა და ამას მთელ მსოფლიოში იყენებენ სამწუხაროდ და ეს უდიდესი საინფორმაციო დარტყმაა ადრესატისთვის - ვისაც უკეთებენ." - ამბობს მია როდსი.