საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1753102616
Coldplay-ს მხიარული კონცერტის ტრადიცია ვირუსულ PR სკანდალად იქცა მას შემდეგ, რაც ფარულმა კამერამ ტექნოლოგიური კომპანიის ორი ხელმძღვანელის რომანი გამოააშკარავა.
Coldplay-ის 16 ივლისის კონცერტზე, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა, არენის "კოცნის კამერაში" მოხვდა ჩახუტებული წყვილი. ამ კამერაში მოხვედრისას შეყვარებულები ერთმანეთს ეხუტებიან ან კოცნიან ხოლმე, თუმცა, კოცნის ნაცვლად, კადრში მოხვედრილი მამაკაცი მოულოდნელად გაიქცა, ქალმა კი კამერას ზურგი შეაქცია და სახე დამალა, რამაც მყისიერი ეჭვი გააჩინა მაყურებელში.
ინტერნეტის მომხმარებლებმა სწრაფად ამოიცნეს წყვილი - კაცი ენდი ბაირონია, ნიუ-იორკში დაფუძნებული AI კომპანიის, Astronomer-ის უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ქალი კი კრისტინ კაბოტი, ამავე კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ისინი კამერაში ჩახუტებულები გამოჩნდნენ, თუმცა მალევე ეცადნენ, სახეები დაეფარათ, როცა მიხვდნენ, რომ მათი სახეები პირდაპირ ეთერში ჩანდა.
ბაირონიც და კაბოტიც დაქორწინებულები არიან. თითოეულ მათგანს შვილები ჰყავს.
ამ ამბის შემდეგ ყველას აინტერესებდა, თუ რას მოიმოქმედებდა ენდი ბაირონის მეუღლე, მეგან კერიგან ბაირონი.
უცხოური მედიის ცნობით, მეგანმა სოციალური ქსელი გააუქმა - მანამდე კი პროფილის სახელიდან ქმრის გვარი წაშალა.
საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1753102616