ქრისტინე იმედაძე ყოფილ ქმართან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

ქრისტინე იმედაძე

მომღერალი ქრისტინე იმედაძე ყოფილ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

ქრისტინე წლების წინ დაოჯახდა ფეხბურთელ ლაშა ჯაკობიაზე. წყვილს ერთი შვილი, გოგონა, ტაისია შეეძინა, თუმცა მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

განშორების მიზეზებზე საუბარს მომღერალი მუდამ ერიდება და არც პირადზე საუბარი უყვარს.

მომღერალმა მხოლოდ ერთხელ, ბავშვობის დროინდელ სიყვარულზე ისაუბრა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, მისი შეყვარებული გარდაიცვალა. 

 ქრისტინე შვილს მარტო ზრდის და მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად დებს.