ადრიანა ლიმა მესამე მშობიარობის შემდეგ პოდიუმზე პირველად გამოჩნდა - ნახეთ ფოტოები

ლიმა

ადრიანა ლიმა საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.  41 წლის მოდელი მესამე მშობიარობის შემდეგ პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. ის მომატებულ კილოგრამებს არ შეუშინდა და კატარში გამართულ ჩვენებაზე განსხვავებული ვიზუალით წარდგა. 3 შვილის დედამ თეთრი ფერის გრძელი კაბა მოირგო - ის საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. 
 


Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზის გამოჩენას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადრიანამ ლიმას ამ ნაბიჯმა უამრავ ადამიანს მოტივაცია შემატა და საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა.  როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ - „ლიმამ თავისი გამოსვლით ყველა ქალს უთხრა, რომ მშობიარობის შემდეგ სხეულის ფორმების ცვლილება და მომატებული კილოგრამები სასირცხვილო სულაც არაა“ . 
 
თავად ლიმამ ინსტაგრამის პირად გვერდზე კატარში, კულისებს მიღმა გადაღებული ერთ-ერთი ფოტო გამოაქვეყნა:
 
„განვასახიერებ ყველა დედას",- დაწერა ლიმამ სოციალურ ქსელში. 

 აღსანიშნავია ისიც, რომ Victoria's Secret-ის ყოფილი ანგელოზი ჩვენებებზე ორსულობის პერიოდშიც არაერთხელ გამოჩნდა.  ლიმამ გულშემატკივრებს ორსულობის შესახებ პირველად მიმდინარე წლის თებერვალში შეატყობინა, აპრილში კი ალექსანდრე ვანგის 2022/23 წლის  შემოდგომა ზამთრის კოლექციის წარდგენაზე გამოჩნდა. მან  შავი ფერის სამოსი და ფეხსაცმელი მოირგო.