ქლოი კარდაშიანმა სახიდან სიმსივნური წარმონაქმნი მოიშორა

ქლოი

ქლოი კარდაშიანი ამბობს, რომ სახიდან სიმსივნური წარმონაქმნი მოიშორა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

მისი თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სახეზე პატარა კოპი შეამჩნია და შეცდომით გამონაყარი ეგონა.

„მას შემდეგ, რაც პატარა კოპისმაგვარი წარმონაქმნი შევამჩნიე ჩემს სახეზე და ვიფიქრე, რომ უბრალო გამონაყართან მქონდა საქმე, 7 თვე გავიდა, სანამ გადავწყვიტე ბიოფსია გამეკეთებინა, რადგანაც ეს წარმონაქმნი ამ დროის განმავლობაში არსად გამქრალა. გამოკვლევების შემდეგ, მითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა და სიმსივნური წარმონაქმნი სახიდან უნდა მომეშორებინა," - აღნიშნა ქლოიმ.

ვარსკვლავმა ექიმი გართ ფიშერი აირჩია ქირურგად და ამბობს, რომ ახლა ჭრილობის მოშუშების პროცესშია და ამიტომ სახეზე სახვევის ტარება მოუწევს.