მებაჟე ოფიცრებმა სგპ ,,სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

მედიკამენტი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული 40 ამპულა მედიკამენტი - ,,MASPORT (R)“ აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14 400 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად სანქციის სახით ჯარიმა - 14 400 ლარი შეეფარდა.

✕