ქლოი კარდაშიანი მელანომასთან ბრძოლაზე საუბრობს

ქლოი კარდაშიანის ბრძოლა მელანომასთან

ქლოი კარდაშიანმა "კარდაშიანების" ერთ-ერთ ეპიზოდში ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, რეალითი შოუს ვარსკვლავმა მელანომის მოსაშორებლად ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მან მძიმე სტრესი გადაიტანა.

კარდაშიანის თქმით, ოპერაციის შემდგომი პერიოდი მისთვის იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს წარმოედგინა. გარდა იმისა, რომ მას სახეზე დადებული ნაკერების გამო მძიმე ტკივილები ჰქონდა რის გამოც ის საკვების მიღებასაც ვერ ახერხებდა. ბიოლოგიური მასალის ანალიზის პასუხის მოლოდინი ქლოისთვის განსაკუთრებულად რთული იყო.

საბოლოო ჯამში, წარმონაქმნი სიმსივნური არ აღმოჩნდა და ყველაფერი კარგად დასრულდა, თუმცა, როგორც ქლოი ამბობს, სამწუხაროდ ყველას მისნაირად არ უმართლებს