„ზოგჯერ ჩაძინებამდე ვტირი" - კიმ კარდაშიანი მარტოხელა დედობაზე საუბრობს

კარდაშიანი

 კიმ კარდაშიანმა მარტოხელა დედობაზე ღიად პირველად ისაუბრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კარდაშიანი თავის ყოფილ ქმართან, კანიე უესტთან, დაშორების შემდეგ ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთ ცნობილ პოდკასტერთან სტუმრობისას კი, ტელევარსკვლავმა განაცხადა, რომ „ამისთვის ვერაფერი შეგამზადებს".

„მშობლობამ საკუთარი თავის შესახებ ყველაზე მეტი რამ მასწავლა", - ამბობს კარდაშიანი, - "თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაზე რთული საქმეა. ზოგჯერ, ღამით, ჩაძინებამდე ვტირი ხოლმე. ვფიქრობ, ჯანდაბა, ჩემს სახლში ნამდვილი ტორნადო ტრიალებს-მეთქი".

კიმი ამატებს, რომ ერთდროულად "კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის" თამაში უწევს, რადგან შინ ბავშვებთან მარტოა.

„[მშობლობისთვის] ვერაფერი შეგამზადებს", - აგრძელებს კიმი, - "მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ხანს დაიცდი. ამისთვის მზად არასდროს იქნები. თუმცა, თანდათან ყველაფერში გაერკვევი და მერე საკუთარი თავითა და მშვიდობიანად ჩამთავრებული დღით იამაყებ".

კარდაშიანსა და უესტს ერთად ოთხი შვილი ჰყავთ: 9 წლის ნორთი, 7 წლის სეინტი, 5 წლის ჩიკაგო და 4 წლის სალმი. 

ასევე წაიკითხეთ:

👉 VIDEO: კადრები, რომლებიც ეთერში არ გასულა - რა მოხდა „american idol-ის“ კუსილებში ნუცას გამოსვლის დროს

👉 მომდევნო ერთი თვის ამინდის პროგნოზი - ზაფხული იწყება!

👉 „საკმაოდ ბევრი დავიკელი... მთავარია, ნებისმიერ წონაში თავს კომფორტულად გრძნობდე“ - თიკა ჯამბურია