ბიონსემ შვილის კარიერის დასაწყისი დააანონსა

ბლუ აივი

ბიონსეს და ჯეი-ზის შვილი მშობლების კვალს გაჰყვება. 11 წლის ბლუ აივი კარტერი წყვილის უფროსი შვილია. იგი დედას და პარიზსა და ლონდონში გამართულ კონცერტზე შეუერთდა და მასთან ერთად სცენაზე გამოჩნდა.

წყაროს უწყებით, ბიონსეს სჯერა, რომ ბლუ აივი მასზე წარმატებული იქნება და ძალიან ბედნიერია შვილის პირველი ნაბიჯებით.

ამაყმა დედამ ბლუ აივის ფოტოები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და ამ ფორმით დააანონსა მისი კარიერის დასაწყისი.