ქეით მიდლტონი ერთი და იმავე „ლუქით“ უკვე მესამედ გამოჩნდა - რა ღირს ჰერცოგინიას საყვარელი კოსტიუმი

ქეითი

ქეით მიდლტონი, პრინცი უილიამი და პრინცესა შარლოტა ლონდონში, ერთ-ერთი ღონისძიებაზე გადაიღეს. ინფორმაციას Daily mail ავრცელებს.

ჰერცოგინიამ კონსერვატიული სტილის „ლუქი“ მოირგო. მას „ალექსანდერ მაკქუინის“ თეთრი კოსტიუმი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 1,945£-ია. აღნიშნულ იმიჯს მან Mappin and Webb-ის სამკაული შეუხამა.

საზოგადოებას არ გამორჩა ის ფაქტი, რომ ამავე კოსტიუმით ქეითი მესამეჯერ გამოჩნდა, მან პირველად იდენტური სამოსი იამაიკაზე, მარტში, შემდეგ კი ივნისში, – ლონდონში მოირგო.