კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ვახო ბიჭიკაშვილი მამუკა ონაშვილს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობება.
იუმორისტი საზოგადოებას მომღერლის სახალისო ვიდეოსაც უზიარებს.
,,ვინც ახლოს იცნობდით ყველაზე კეთილ კაცს, კი იცით რამხელა დღესასწაული იყო მის გვერდით ყოფნა, ძალიან მაგარი იუმორი ჰქონდა, არ არსებობდა მის გვერდით მოწყენა, თავისზე დიდ გულს დაატარებდა, ვინც არ იცნობდით ესე ახლოს და მხოლოდ მისი შემოქმედებით იცოდით ვინ იყო მამუკა ონაშვილი, გიზიარებთ ვიდეოს, სადაც ზუსტად ხუთ წამში ახერხებს ძალიან დიდი აუდიტორიის გამხიარულებას, ეს ვიდეო ბოლო შეხვედრა ყოფილა ჩემს ფუმფულა მამუკასთან, მშვიდად განისვენე ჩემო დიდგულა კაცო, სულ ეყვარები შენს ვახანხალას", - წერს იუმორისტი სოციალურ ქსელში.
მომღერალი მამუკა ონაშვილი, 55 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.