დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
„რუსთავი2“-ის ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ შოუ დასრულდა, პროექტში მონაწილე კონკურსანტების მხარდამჭერების ვნებათაღელვა არ ცხრება.
განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში არიან ფინალისტები. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ანი ყიფშიძე და გიორგი ნაზღაიძე ერთად არიან დაფიქსირებულები, სავარაუდოდ, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში.
გიორგი ნაზღაიძემ ვიდეოს გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ეს შეხვედრა შემთხვევითობა იყო და არ ელოდა.
„პრაიმტაიმი“ ანი ყიფშიძესაც დაუკავშირდა.
„საერთოდ ვაპირებდი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გამეკეთებინა, მაგრამ ბათუმი არც ისე დიდია, არაერთ კლუბში ვიყავი, გიორგიც იქ აღმოჩნდა, შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. ჩვეულებრივი მომენტია, შესაძლებელია ქუჩაშიც შევხვდეთ ერთმანეთს, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ გამარჯობა არ ვუთხრა?“,- ამბობს ანი ყიფშიძე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ზოგადად, გიორგი ნაზღაიძესთან პროექტის შემდეგ მას კონტაქტი აღარ ჰქონია.
„პრაიმტაიმი“ ანას მეგობარსაც ესაუბრა, რომელიც მასთან ერთად კლუბში იმყოფებოდა.
„გუშინ მე და ანი ერთად ვიმყოფებოდით იმ კლუბში, სადაც გიორგიც იყო. ჩვენ აქ ვართ საქმიანი ვიზიტით ჩამოსულები. ასევე ვცდილობთ ნატალის ის სტრესი ავარიდოთ თავიდან რაც ამ სამი თვის მანძილზე მის გარშემო ხდებოდა. ანი აქ გიორგისთან არ ჩამოსულა, თან ახლავს ოჯახი. ბათუმში გვაქვს შეხვედრები, გადაღებები ამიტომ მსგავს დამთხვევას ველოდებოდით, მაგრამ ასე თუ წარმართავდნენ ნამდვილად არა. პროექტი დასრულდა, ცხოვრება გრძელდება, არაფერი იმალება და ვფიქრობ ამ რეალობას უნდა შევეჩვიოთ, სიკეთის კეთებაც უნდა დაგვაცადოთ. ისედაც ამდენი ცუდი ჩვენზე ორი დღის წინ ცუდად აისახა, ავარიაში მოვხვდით“,- ამბობს ანის მეგობარი და პროდიუსერი.
აქვე, ნახეთ ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა: