ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
39 წლის ჯოშუა ბრუმი 6 წლის განმავლობაში პორნო ინდუსტრიაში აქტიურად იყო ჩართული. მან 1000-მდე პორნო ფილმში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, დღეს ის ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარია. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯოშუა პორნო ინდუსტრიაში ცნობილი იყო მეტსახელით როკო რიდი. ის საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და დიდი რაოდენობით თანხას გამოიმუშავებდა.
„მილიონობით დოლარი მქონდა. ვმოგზაურობდი ყველგან, სადაც მინდოდა. მქონდა ურთიერთობა ვისთანაც მინდოდა. თუმცა, შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი. მალე ღრმა დეპრესია დამეწყო და გადავწყვიტე ჩემი საქმიანობისთვის თავი დამენებებინა",- ამბობს ის.
პორნო ინდუსტრიიდან წასვლის შემდეგ ჯოშუა საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა, სადაც თავის მომავალ მეუღლეს, ჰოუფს შეხვდა.
„მე და ჰოუფი ძალიან კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს და გადავწყვიტე მისთვის ჩემი წარსულის შესახებ მეთქვა. ჩემდა გასაკვირად, მას ამის გამო არ გავუკრიტიკებივარ",- აღნიშნავს ჯოშუა.
ჰოუფის დახმარებით, ჯოშუა ეკლესიაში მივიდა. როგორც მამაკაცი ამბობს, იქ სულიერი შვება იგრძნო და მალევე თეოლოგიის შესწავლა დაიწყო.
ახლა ჯოშუა ერთ-ერთ ეკლესიაში მოძღვრად მსახურობს და ხალხს აქტიურად მოუწოდებს პორნო ინდუსტრიას შეეეშვან, რადგან ის ადამიანების ფსიქიკას ანადგურებს.